შეფასების პროცესი

ჟურნალი არქეოლოგია იყენებს ორმაგი ფარული რეცენზირების სისტემას (Double-Blind Peer Review). ჟურნალში სტატიის გამოქვეყნებისთვის სავალდებულოა ორი დადებითი და ფარული რეცენზია.

რეცენზენტს არ აქვს ინფორმაცია ავტორის ვინაობის შესახებ, ხოლო ავტორს არ აქვს ინფორმაცია, ვინ განიხილავს მის ნაშრომს.

რეცენზენტები თითოეული სტატიისთვის შეირჩევიან სარედაქციო კოლეგიის მიერ მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში მოღვაწე მეცნიერებიდან, რომელთა აკადემიური კომპეტენცია და კვლევითი გამოცდილება შეესაბამება ნაშრომის თემატიკას.

იმ შემთხვევაში, თუ ნაშრომი მიიღებს ერთ დადებით და ერთ უარყოფით შეფასებას, სტატია ეგზავნება მესამე რეცენზენტს, რომლის გადაწყვეტილება საბოლოოდ წყვეტს გამოქვეყნების საკითხს.

რეცენზენტი შეიძლება:

  • რეკომენდაციას უწევდეს ნაშრომის არსებული სახით გამოქვეყნებას (დადებითი რეცენზია);
  • არ უწევდეს რეკომენდაციას ნაშრომის გამოქვეყნებას (უარყოფითი რეცენზია);
  • გთავაზობდეს ნაშრომის გამოქვეყნებას შესწორების შემდეგ.

დადებითი რეცენზიად ითვლება, თუ ნაშრომს მინიმუმ 70 ქულა მიენიჭება შეფასების ფორმის შესაბამისად.

50–70 ქულის შემთხვევაში რეცენზენტს შეუძლია მისცეს უარყოფითი რეცენზია ან შესწორების რეკომენდაცია კონკრეტული შენიშვნებით.

50 ქულაზე ნაკლები ნიშნავს უარყოფით რეცენზიას.

შედეგები დაუყოვნებლივ ეგზავნება ავტორს.

 

დამატებითი პროცედურები

თუ რეცენზენტი გამოთქვამს შენიშვნებს ან რეკომენდაციებს, ავტორს ეძლევა შესაძლებლობა:

  • გაითვალისწინოს რეკომენდაციები და შეიტანოს შესწორებები (მაქსიმუმ 2 თვის ვადაში);
  • ან დაასაბუთოს საკუთარი პოზიცია.

რედაქტირებულ ტექსტზე საბოლოო შეფასებას აკეთებს იგივე რეცენზენტი.
რეკომენდაციების შემთხვევაში აუცილებელია ყველა თანაავტორის თანხმობა შეტანილ ცვლილებებზე.

თუ ავტორი არ ეთანხმება რეცენზენტის შენიშვნებს, მისი დასაბუთებული პოზიცია განიხილება სარედაქციო კოლეგიის მიერ, რომელსაც შეუძლია საბოლოო გადაწყვეტილების მიღება სტატიის გამოქვეყნების ან უარყოფის შესახებ.

სარედაქციო კოლეგია ნაშრომის გამოქვეყნების გადაწყვეტილებას იღებს მინიმუმ ორი დადებითი რეკომენდაციის საფუძველზე, თუმცა ეს არ წარმოადგენს გამოქვეყნების გარანტიას, რადგან საბოლოო სიტყვა ეკუთვნის სარედაქციო კოლეგიას.

რეცენზენტობის განაცხადი

თუ გსურთ გახდეთ რეცენზენტი, გთხოვთ შეავსოთ შესაბამისი განაცხადის ფორმა და გამოაგზავნოთ ჟურნალის ელექტრონულ მისამართზე: info@archaeologyjournal.ge