ქუფური მონეტების განძი საგარეჯოდან აბრეშუმის გზის საკითხები ნუმიზმატიკური მასალების მიხედვით

ავტორები

  • გოგა გაბაშვილი არქიტექტორი; საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი ავტორი
  • გოჩა გერაძე კულტუროლოგი, ნუმიზმატი; ლ. სამხარაულის სახ. სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტი ავტორი

საკვანძო სიტყვები:

აბრეშუმის გზა, ნუმიზმატიკა, განძი, მონეტა, დირჰემი

ანოტაცია

სტატია ეხება 2017 წელს ქალაქ საგარეჯოსთან, თიხის ქილაში აღმოჩენილ არაბული დირჰემების განძს და მათ აბრეშუმის გზის ისტორიულ-ნუმიზმატიკურ კონტექსტში განხილვას. კვლევაში ვრცლად არის განხილული აბრეშუმის ტრანსკონტინენტური სავაჭრო 
გზის ჩამოყალიბება, მარშრუტები, ცივილიზაციებს შორის კულტურულ-ეკონომიკური ურთიერთობების როლი, აღნიშნულ სისტემაში საქართველოს (განსაკუთრებით მცხეთისა და თბილისის) სტრატეგიული მდებარეობა, და ასევე, VI საუკუნიდან, ბიზანტია-ირანის სავაჭრო დაპირისპირებისა და კავკასიაზე გამავალი ალტერნატიული, სოგდიელთა მიერ შემოღებული ჩრდილოეთის მარშრუტების ჩამოყალიბების საკითხი. ცალკეა განხილული 
სკანდინავიური წარმოშობის ვერცხლის განძების ფენომენი, ვიკინგ-ვარიაგთა კავშირი საქართველოსთან, კერძოდ, ბაგრატ IV-ისა და ლიპარიტ ბაღვაშის დაპირისპირებაში მათი მონაწილეობის ისტორიული ეპიზოდი, ასევე თბილისსა და ევროპაში აღმოჩენილი ქართული (ჯაფარიანთა და დავით III კურაპალატის) მონეტების საინტერესო პარალელები. სტატიის 
ბირთვს წარმოადგენს საგარეჯოს განძში შემავალი 115 მონეტის დეტალური აღწერა: მათი ქრონოლოგია (ჰიჯრის 80-189 წწ., ანუ 699-805 წწ.), ჭედვის ცენტრები ჩრდილო-დასავლეთ აფრიკიდან ირანის დასავლეთ ნაწილამდე (მადინათ ალ-სალამი, ალ-მუჰამადია, ალ-აბასიათი, ალ-ბასრა, ალ-ანდალუზია და სხვ.) და დაფვლის სავარაუდო თარიღი, დაკავშირებული 
ხალიფა ჰარუნ ალ-რაშიდის გარდაცვალების შემდგომ დაწყებულ არეულობასთან. დასკვნით ნაწილში გამოთქმულია ვარაუდი, რომ ეს განძი, სხვა მსგავს რეგიონულ აღმოჩენებთან ერთად, ცხადყოფს საქართველოს ღრმა და ხანგრძლივ ჩართულობას აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო-კულტურულ ქსელში ადრეშუასაუკუნეების ხანაში.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2022-01-11

გამოცემა

სექცია

Articles