ოლიმპიური სპორტი და ნუმიზმატიკა
საკვანძო სიტყვები:
ოლიმპიური მონეტები, პეკინის ოლიმპიადა, ლონდონის ოლიმპიადა, ტოკიოს ოლიმპიადა, ოლიმპიური სიმბოლიკაანოტაცია
სტატია განიხილავს ოლიმპიური თამაშებისადმი მიძღვნილი საიუბილეო მონეტების ისტორიას და მახასიათებელებს. ნაშრომში დეტალურად არის წარმოდგენილი 2008 წლის პეკინის, 2012 წლის ლონდონის, 2016 წლის რიო დე ჟანეიროს და 2020 (2021) წლის
ტოკიოს ოლიმპიადების საიუბილეო მონეტები. ავტორი აღწერს მონეტების დიზაინს, მეტალურ შემადგენლობას, ნომინალებს და გამოშვების რაოდენობას. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ოლიმპიური სიმბოლიკისა და ემბლემების გამოსახვას. სტატიაში
აღნიშნულია, რომ პეკინის ოლიმპიადისთვის ჩინეთმა 29 სახეობის საიუბილეო მონეტა გამოუშვა, ლონდონმა – 50 ფენსიანი მონეტები სხვადასხვა სპორტის სახეობის მიხედვით, ბრაზილიამ – 37 სახეობის მონტეა, ხოლო იაპონიამ – 37 სახეობი, მათ შორის პარაოლიმპიური თამაშებისადმი მიძღვნილი. ნაშრომი წარმოადგენს მნიშვნელოვან წყაროს ნუმიზმატიკისა და ოლიმპიური მოძრაობის ისტორიის შესასწავლად