ფარნავაზის ცხოვრების ეპიზოდები

ავტორები

  • გურამ ყიფიანი პროფესორი, არქეოლოგი, არქიტექტორი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პალეოურბანული ლაბორატორიის ხელმძღვანელი ავტორი

საკვანძო სიტყვები:

ფარნავაზი, არმაზი, „ქუაბი“, კლდოვანი სამარხი, განძი.

ანოტაცია

სტატია ეძღვნება ქართული ისტორიოგრაფიისათვის მნიშვნელოვანი ტექსტის – „ცხოვრება ფარნავაზისი“-ს ანალიზს, რომელშიც ქართლის პირველი მეფის 
(„მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ს მიხედვით ქართლის მეორე მეფე) ცხოვრების ეპიზოდებია გადმოცემული. აღნიშნული ნაწარმოებისადმი ინტერესს ზრდის ის გარემოება, რომ მასში ერთდროულადაა ასახული ლეგენდების რეალური საფუძველიც და სიმბოლური 
სამყაროც.კვლევაში, არქეოლოგიური და არქიტექტურული მონაცემების ანალიზის საფუძველზე 
(უფლისციხის, ვარძიის და ორუმიეს კლდოვანი სამარხების პარალელებით) მოცემულია არქიტექტურული მოდელის რეკონსტრუირების მცდელობა. ასევე 
ყურადღება გამახვილებულია გამოქვაბულში აღმოჩენილ „განძზე“ (ოქრო, ვერცხლი, „სამსახურებელი“), სამეფო ინსიგნიების კომპლექსზე, რომელიც ფარნავაზის 
ძალაუფლების ლეგიტიმაციის საფუძვლად იქცა.
წარმოდგენილ ნაშრომში განხილულია ფარნავაზის სახელის და „არმაზის“ ეტიმოლოგიაც. „ფარნა“ „აჰურა-მაზდას“ ეპითეტია – „ბრწყინვალება“, „farna hastama” – 
„უბრწყინვალესი“, იგივეა რაც „ხვარა“ – xvar – მზე და საბოლოოდ გულისხმობს სამეფო რელიგიის სიმბოლოს, ასევე უნდა აღვნიშნო, რომ თანამედროვე სპარსულითაც „far“ ასევე ბრწყინვალებას აღნიშნავს. ისიც უნდა ითქვას, რომ სატახტო სახელი „ფარნავაზი“ არ დასტურდება არც აქემენიდთა ძველ სპარსულ წარწერებში და არც ავესტაში. ეს სახელდება გვიანდელი ფორმა ჩანს და მცირე აზიის სადინასტიო სახელებს შორის იჩენს მხოლოდ თავს. რაც შეეხება „არმაზ“-ს ის უზენაესობის ამსახველია. „მოქცევაჲ“-ს მიხედვით, სადაც ამ კერპის ბუნებაა გადმოცემული, არაფერი მიგვანიშნებს მის 
ზოროასტრულ კულტზე. არმაზ-კერპის თვისებებზე თხრობას ჟურნალ „არქეოლოგია“-ს შემდეგ გამოცემაში დაეთმობა ადგილი სათაურით „ფარნავაზის ცხოვრების ეპიზოდები და „არმაზ“-ის ღვთაებრივი ბუნება“

წყაროები

Abuladze I. Dictionary of an ancient Georgian language. Tbilisi 1973. (Geo.)

Alexidze Z. The Life of Pharnavaz. “Mnatobi”, 1984. (Geo.)

Andronikashvili M. Studies in Iranian-Georgian Linguistic Contacts, I. Tbilisi University Press, Tbilisi

(Geo.)

Baramidze R. Pharnavaz made his country strong. Tbilisi 1992. (Geo.)

Gogitidze S. Pharnavaz and the Localization of Arian-Kartli. Batumi 2011. (Geo.)

Leonti Mroveli, “The Life of the Georgian Kings”, “The Life of Pharnavaz”, “The Life of Kartli” (The Georgian Chronicles), text established from all major manuscripts by S. Kaukhchishvili. Vol. I. Tbilisi 1955. (Geo.)

Orbeliani Sulkhan-Saba, Collected works, N2. Tbilisi 1966. (Geo.)

Orbeliani Sulkhan-Saba, Georgian Dictionary, Tiflis, 1928. (Geo.)

Kavtaria Gr. Pharnavaz. Tbilisi 1999. (Geo.)

Kipiani G. Architectural Dictionary of the Ancient World (manuscript). (Geo.)

Kipiani G. Uplistsikhe. “Programa Logos”, Tbilisi 2002. (Geo.)

Kipiani G. On the Origin of Mtskheta. “Kadmos” Journal of Studies of Humanities, Ilia State University

N2.2010. (Geo.)

Shatberdi Codex, 10th century. Prepared for publication by B. Gigineishvili and El. Giunashvili. Tbilisi

(Geo.)14. Bakhtin M.M. The work of François Rabelais and Popular Culture of the Middle Ages and Renaissance, Moscow 1965. (Russ.)

Dandamayev M.A., Lukonin V.G. Culture and Economy of Ancient Iran, Moscow 1980. (Russ.)

Freiderberg O. Poetics of plot and Genre. Period of Ancient Literature. Leningrad 1936. (Russ.)

Lukonin V.G. Ancient and Early Medieval Iran. Moscow 1987. (Russ.)

Marr N. Gods of Pagan Georgia According to Ancient Georgian Sources, St. Petersburgs 1901. (Russ.)

Persian-Russian Dictionary, compiled by prof. B.V. Miller. Moscow 1953. (Russ.)

Steiner R. Mysteries of Antiquity and Qristianity. St. Petersburg 1990. (Russ.)

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2021-12-11

გამოცემა

სექცია

Articles