პლაგიატის პოლიტიკა
მიზანი და ეთიკური ჩარჩო
ჟურნალი „არქეოლოგია“ მკაცრად იცავს საერთაშორისო სტანდარტებს პლაგიატთან ბრძოლის კუთხით და ხელმძღვანელობს Committee on Publication Ethics (COPE)-ის სახელმძღვანელო პრინციპებითა და საუკეთესო პრაქტიკებით. ჟურნალის მიზანია უზრუნველყოს სამეცნიერო კვლევების სანდოობა, გამჭვირვალობა და მაღალი აკადემიური ეთიკა.
პლაგიატის ნებისმიერი გამოვლინება განიხილება როგორც სერიოზული ეთიკური დარღვევა და წინააღმდეგობაში მოდის ჟურნალის რედაქციულ სტანდარტებთან.
პლაგიატის განმარტება და ფორმები
პლაგიატი გულისხმობს სხვისი ნაშრომის, იდეის ან ტექსტის გამოყენებას სათანადო მითითების გარეშე.
პლაგიატის ძირითადი ფორმებია:
- პირდაპირი პლაგიატი – სხვისი ტექსტის სიტყვა-სიტყვით გადმოღება წყაროს მითითების გარეშე.
- პერიფრაზირებული პლაგიატი – სხვისი ტექსტის გადმოცემა სიტყვების მცირე ცვლილებით ან სტილის შეცვლით, სათანადო ციტირების გარეშე.
- მოზაიკური პლაგიატი – სხვადასხვა წყაროდან აღებული ფრაგმენტების გაერთიანება ისე, თითქოს ავტორის ორიგინალური ტექსტია.
- თვითპლაგიატი – ავტორის მიერ ადრე გამოქვეყნებული ტექსტის ან შედეგის ხელახლა გამოყენება მითითების გარეშე.
- დაუდევრობითი პლაგიატი – წყაროს არაზუსტი ან არასაკმარისი მითითება, რაც შესაძლოა იწვევდეს შეცდომაში შეყვანას.
- ფალსიფიცირებული წყაროები – არარსებული ან შეუსაბამო წყაროს მითითება.
- მონაცემების ფალსიფიკაცია – მონაცემების, დიაგრამების, ცხრილების ან ციტატების შეგნებული გაყალბება.
პლაგიატის შემოწმების ეტაპები
ყველა მიღებული სტატია გადის შემდეგი სახის შემოწმებას:
- ტექნიკური შემოწმება: სტატიის ფორმატისა და სტრუქტურის შესაბამისობა ჟურნალის მოთხოვნებთან.
- ორგინალობის შემოწმება: ნაშრომი მოწმდება საერთაშორისო პლაგიატის გამოვლენის სისტემით (Turnitin).
- ორმაგი ფარული რეცენზირება: რეცენზენტები აფასებენ კვლევის მეცნიერულ ღირებულებას, ორიგინალურობას და შედარებას უკვე გამოქვეყნებულ ნაშრომებთან.
რეაგირება და სანქციები
პლაგიატის დადგენის შემთხვევაში, სარედაქციო კოლეგია იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას დარღვევის სიმძიმიდან გამომდინარე:
- მცირე დარღვევა: ავტორს ეგზავნება ოფიციალური გაფრთხილება და სთხოვენ შესწორებას.
- საშუალო დარღვევა: სტატიის უარყოფა გამოქვეყნებამდე.
- სერიოზული დარღვევა: უკვე გამოქვეყნებული სტატიის გაუქმება (Retraction Notice).
- მძიმე დარღვევა: ავტორისთვის გამოქვეყნების აკრძალვა მაქსიმუმ 3 წლით ან მუდმივად.
საჭიროების შემთხვევაში, სარედაქციო კოლეგია ატყობინებს დარღვევის შესახებ ავტორის აკადემიურ ინსტიტუციას ან დამფინანსებელ ორგანიზაციას.
დარღვევის შეტყობინება
ნებისმიერ პირს შეუძლია აცნობოს რედაქციას სავარაუდო პლაგიატის შესახებ. შეტყობინება უნდა შეიცავდეს:
- სტატიის სათაურს და ავტორის სახელს;
- დარღვევის აღწერას და დასაბუთებას;
- დამხმარე წყაროებს ან ბმულებს.
რედაქცია ვალდებულია განიხილოს შეტყობინება მიღებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში და დასაბუთებული პასუხი გაუგზავნოს მომჩივანს.
მონაცემთა დაცვის პოლიტიკა
ჟურნალი „არქეოლოგია“ იცავს ავტორებისა და რეცენზენტების პერსონალური მონაცემების დაცვას. მონაცემები მუშავდება გამჭვირვალედ, უსაფრთხოდ და მხოლოდ აკადემიური და რედაქციული მიზნებისთვის.
ყველა პირადი ინფორმაცია მუშავდება GDPR-ისა (ევროპის კავშირის ზოგადი რეგულაცია მონაცემთა დაცვის შესახებ) და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.