შესწორებისა და გაუქმების პოლიტიკა
1. ზოგადი პრინციპები
სტატიის გამოქვეყნების შემდეგ შესწორება ან გაუქმება შეიძლება ინიცირდეს:
- ავტორების,
- სარედაქციო კოლეგიის წევრების,
- რეცენზენტების,
- აკადემიური ინსტიტუციების
- დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ.
ყველა მოთხოვნა განიხილება ინდივიდუალურად სარედაქციო კოლეგიის მიერ, ჟურნალის ეთიკის კოდექსისა და COPE-ის (Committee on Publication Ethics) სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად, რათა დაცული იყოს აკადემიური ჩანაწერის სიზუსტე, მთლიანობა და გამჭვირვალობა.
2. შესწორებები (Corrections)
პოსტპუბლიკაციური შესწორება დაშვებულია მხოლოდ ტექნიკური უზუსტობების გამოსასწორებლად და არ უნდა ცვლიდეს კვლევის არსებით შინაარსს ან დასკვნებს.
ტექნიკური უზუსტობის მაგალითებია:
- რიცხვითი მონაცემის კორექტირება (მაგ., ციფრის ან პროცენტის ბეჭდვითი შეცდომა);
- ავტორის სახელის ან ინსტიტუციური კუთვნილების გამოსწორება;
- ჰიპერბმულებისა და ბიბლიოგრაფიული მითითებების ფორმატის შეცდომა.
პროცესი და პირობები:
- გამოქვეყნების ფორმა: იბეჭდება შესწორების განცხადება (Correction Notice), სადაც მითითებულია შეცდომის წყარო (ავტორი ან რედაქცია).
- გამოქვეყნების მეთოდი: განცხადება ქვეყნდება ჟურნალის ვებგვერდზე, ერთვის ორიგინალ სტატიას და აისახება განახლებულ PDF ვერსიაში.
- მაქსიმალური ვადა: შესწორება უნდა გამოქვეყნდეს არაუგვიანეს 30 დღისა შეცდომის აღმოჩენიდან.
- DOI-ის შენარჩუნება: ყველა შესწორებასა და მის განცხადებას შეუნარჩუნდება სტატიის მუდმივი იდენტიფიკატორი (DOI).
- ავტორების ინფორმირება: ავტორებს ეცნობებათ ელფოსტით, ოფიციალური წერილით ან ორივე გზით.
3. ნაშრომის გაუქმება (Retractions)
სტატიის გაუქმება შესაძლებელია შემდეგ შემთხვევებში:
- პლაგიატი ან მონაცემთა ფალსიფიკაცია;
- სერიოზული მეთოდოლოგიური ან ფაქტობრივი შეცდომა, რომელიც ზეგავლენას ახდენს კვლევის სანდოობაზე;
- ეთიკური დარღვევა (მაგ., ავტორობის არასწორი მითითება, ინტერესთა დაუფარავი კონფლიქტი, იურიდიული უფლებების დარღვევა და სხვ.);
- დუბლირებული ან განმეორებითი გამოქვეყნება სათანადო მითითების გარეშე;
- ყალბი მონაცემების, ფიქტიური ავტორების ან არასწორი ინსტიტუციური კუთვნილების გამოყენება;
- სასამართლოს სავალდებულო გადაწყვეტილება.
4. გაუქმების პროცედურა და საჯაროობა
- გადაწყვეტილების მიღება: საწყის შეფასებას ახორციელებს სარედაქციო ჯგუფი; საჭიროების შემთხვევაში იწვევს დამოუკიდებელ ექსპერტებს. საფუძვლიანი განხილვის შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სარედაქციო კოლეგია.
- ავტორების ინფორმირება: ავტორებს დაუყოვნებლივ ეცნობებათ გადაწყვეტილება დეტალური ახსნით (ელფოსტით, ოფიციალური წერილით ან ორივე გზით).
- გამოქვეყნების მეთოდი: გაუქმებული სტატია რჩება ჟურნალის ბაზაში მუდმივი DOI-ით, მაგრამ მკაფიოდ მონიშნული იქნება, როგორც გაუქმებული. PDF ვერსიას ერთვის ოფიციალური გაუქმების განცხადება.
- საჯაროობა: გაუქმების განცხადებები ღია წვდომით ქვეყნდება ჟურნალის ვებგვერდზე და საჭიროების შემთხვევაში ვრცელდება დამატებით პლატფორმებზე.
- პასუხისმგებლობა: სარედაქციო კოლეგია აფასებს ავტორთა პასუხისმგებლობას და საჭიროების შემთხვევაში იღებს დამატებით ზომებს ჟურნალის ეთიკის კოდექსის შესაბამისად.
5. შეშფოთების გამოხატვა (Expression of Concern)
შეშფოთების განცხადება ქვეყნდება, როდესაც:
- არსებობს სარწმუნო ინფორმაცია შესაძლო დარღვევებზე, თუმცა გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს;
- მტკიცებულება არ არის საკმარისი დაუყოვნებლივი გაუქმებისთვის.
შეშფოთების განცხადება საჯაროდ ქვეყნდება ჟურნალის ვებგვერდზე, უკავშირდება ორიგინალ სტატიას და რჩება მანამ, სანამ გამოძიება დასრულდება. საბოლოო შედეგიდან გამომდინარე, ის შესაძლოა ჩანაცვლდეს შესწორებით ან გაუქმებით.
6. გამჭვირვალობა და სტანდარტები
- ყველა შესწორება, გაუქმება და შეშფოთების განცხადება ღია წვდომით გამოქვეყნდება მკითხველისთვის.
- ყველა ცვლილებას შეუნარჩუნდება მუდმივი DOI და დაუკავშირდება ორიგინალ სტატიას.
- ცვლილებები აისახება ინდექსირების ბაზებში (Crossref, Scopus და სხვ.) და საჯარო არქივებში.
- პოლიტიკა შეესაბამება COPE-ის სახელმძღვანელო პრინციპებსა და საერთაშორისო რედაქციულ საუკეთესო პრაქტიკას.