შორეთის მონასტრის ლაპიდარული წარწერა
საკვანძო სიტყვები:
სამცხე-ჯავახეთი, ასპინძა, თორი, შორეთის მონასტერი, ლაპიდარული წარწერაანოტაცია
სტატიაში წარმოდგენილია შორეთის სამონასტრო კომპლექსისა და ლაპიდარულ წარწერებთან დაკავშირებული კვლევა, რომელიც შესრულდა საქართველოს საისტორიო საზოგადოების, თსუ კულტურის ისტორიის კათედრისა და ქართულ კავკასიური კულტურის ისტორიისა და ეთნოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპინძისხევის ერთობლივი კომპლექსური ექსპედიციის მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით. ასპინძისხევის ექსპედიციამდე შორეთის სამონასტრო კომპლექსზე არქეოლოგიური კვლევის, ფიქსაციისა და კონსერვაციის მიმართულებით არასდროს ჩატარებულა აქტიური სამუშაოები. ჩვენ ხელთ არსებობდა მხოლოდ საისტორიო წყაროების მწირი ცნობები, და ასევე ცნობილ მეცნიერთა თუ მოხალისეთა (XIX ს-ის II ნახევარი – XX ს-ის I ნახევარი) დაზვერვითი ექსპედიციის შედეგები. შორეთის სამონასტრო კომპლექსი VI-XV საუკუნეების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომელიც მდებარეობს ასპინძის რაიონში, ასპინძისხევში, სოფ. ოთის სამხრეთ-აღმოსავლეთით 5-6კმ-ში. კომპლექსი მოიცავს კედლის მოზაიკით შემკულ ორსართულიან ლავრას, სამრეკლოს, სკრიპტორიუმს, მცირე სამლოცველოიან ციხეს და კლდეში ნაკვეთ სენაკებს. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი წარმოადგენს მრავალჯერ გადაკეთებულ რთულ არქიტექტურულ ნაგებობას. მთავარი ეკლესია, სავარაუდოდ VI-VII საუკუნის საკულტო ნაგებობის ნაშთებზეა აგებული, რასაც მოწმობს ამჟამინდელი სატრაპეზოს კედლების წყობა და საკურთხევლის ქვეშ, კარებში ჩაშენებული მენჰილის ორი ფრაგმენტი. შორეთის სამონასტრო კომპლექსზე, განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ასპინძისხევის ექსპედიციის მიერ გამოვლენილი ლაპიდარული წარწერები, რომლებიც შეიცავენ ინფორმაციას ფეოდალური სახლის წევრთა, საგვარეულო სახელების დადგენის კუთხით. ლაპიდარულ წარწერებში დასტურდება ჯვრის მონასტრის აღაპებში მოხსენებულ ფეოდალთა სახელები და სადაურობა:საბა-ნიკოლოზი და ოთარი ვარაზა, რომელთაც როგორც შორეთის მონასტრის ქტიტორებს და (საბ)ოთრებს, შაროელ ხელმწიფეთა ჩამომავლებად (ხოსროვან-ბაკურეანებად) და შალიკაშვილთა ფეოდალური სახლის წინაპრებად მივიჩნევთ. ჩატარებული კვლევები ნათლად აჩვენებს, რომ ასპინძისხევის არქეოლოგიური ძეგლები სამცხე-ჯავახეთის კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანეს ძეგლთა რიგს განეკუთვნება. შორეთის ნამონასტრალი არქეოლოგიური თვალსაზრისით ბოლომდე შესწავლილი ჯერ კიდევ არ არის. აღნიშნულ ტერიტორიაზე არქეოლოგია, მცირედი გამონაკლისების გარდა, არ გასცილებია წმენდით სამუშაოებს. ჩვენი ვარაუდით, ის უძველესი დროიდან წარმოადგენდა საკულტო დანიშნულების ადგილს.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2024 Archeologia
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .