სამკვდრო წესები ანტიკურადრეშუასაუკუნეების ხანის ქართლის სამეფოში

ავტორები

  • თემურ ბიბილური არქეოლოგი, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახ. სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მუზეუმის ფონდების მთავარი მცველიი ავტორი

საკვანძო სიტყვები:

ანტიკური პერიოდი, ადრეული შუასაუკუნეები, სამარხი, დაკრძალვის წესი, სამარხეული ინვენტარი

ანოტაცია

ნაშრომი ეძღვნება ანტიკურ-ადრეშუასაუკუნეების ხანის ქართლის სამეფოში მიცვალებულის კულტთან, გარდაცვალებიდან დაკრძალვამდე მიმდინარე პროცესის 
კვლევას, რომელიც ცალკეული სტატიების სერიის პირველ ნაწილს წარმოადგენს. შესავალ ნაწილში განხილულია საკითხის ზოგადი ისტორიული ფონი - კოლხეთის სამეფოს დაცემიდან ქართლის სამეფოს ჩამოყალიბებამდე, წარმართული პანთეონიდან შემდგომ, ქრისტიანობის დამკვიდრებამდე. საკვლევი საკითხის შესწავლისას, ყურადღება გამახვილებულია სამარხეული ძეგლების მნიშვნელობაზე, რომელთა ანალიზსაც ქართლის სამეფოში მიმდინარე ეთნოკულტურული პროცესებისა და წინარექრისტიანული რიტუალის 
კვლევის პროცესში, ობიექტური დასკვნების გამოსატანად არსებითი მნიშვნელობა ენიჭება. შესაბამისად, სტატიაში ხაზგასმითაა წარმოდგენილი არქეოლოგიურად დადასტურებული სამარხის სახეობები, მიცვალებულის პოზა-დამხრობა, სამარხეული ინვენტარი და ზოგადად, 
გარდაცვლილის გაპატიოსნება-დაკრძალვასთან დაკავშირებული ელემენტები.  ნაშრომის მეორე ნაწილი ეთმობა მიცვალებულის დაკრძალვასთან დაკავშირებული ქართული ტერმინოლოგიის (დაკრძალვის წესი, სამკვდრო წესი, ინდივიდუალური, წყვილადი, საოჯახო და სამრავალკაცო სამარხი) კრიტიკულ გადახედვასა და დაზუსტებას. 
შესწავლილი მასალა ცხადყოფს, რომ ქართლის სამეფოს სამარხეული ძეგლები ასახავს მიცვალებულის კულტთან დაკავშირებული წარმოდგენებისა და რიტუალური პრაქტიკის თანმიმდევრულ განვითარებას წარმართობიდან ქრისტიანობამდე გარდამავალ პერიოდში. დაკრძალვის წესთან დაკავშირებული ტერმინოლოგიის კრიტიკული გადახედვა კი ქმნის საფუძველს შემდგომი, უფრო დეტალური და მეთოდოლოგიურად დამაჯერებელი კვლევისთვის, რომელიც სერიის მომდევნო სტატიებში გაგრძელდება

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2022-12-11

გამოცემა

სექცია

Articles