აფხაზეთი როგორც კოლხეთის ბრინჯაოადრერკინის ხანის არქეოლოგიური კულტურების განუყოფელი ნაწილი

ავტორები

  • ლერი ჯიბლაძე საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთ. ლორთქიფანიძის სახელობის არქეოლოგიური კვლევების ინსტიტუტი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ავტორი

საკვანძო სიტყვები:

პროტოკოლხური კულტურა, კოლხური კუტურა, დოლმენური კულტურა, ეთნოკულტურული ატრიბუცია, ბრინჯაოს ხანა

ანოტაცია

სტატიაში განხილულია თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზე (ჩრდილო-დასავლეთი კოლხეთი) გამოვლენილი ბრინჯაო-ადრერკინის ხანის არქეოლოგიური ძეგლები კოლხეთის კულტურულ სივრცესთან მიმართებით. კვლევის მიზანი გახლდათ გამოქვეყნებული მასალებისა და მათი გავრცელების არეალის ანალიზის საფუძველზე მომხდარიყო არქეოლოგიური მონაცემების სისტემატიზაცია და 
ამ ძეგლების კულტურული და ეთნიკური კუთვნილების შესახებ არსებული კონცეფციების კრიტიკული გააზრება. 
სტატიაში განხილულია ნამოსახლარები (ბორცვ ნამოსახლარები, მთისწინა და ზღვისპირა სადგომები), სამარხეული ძეგლები (დოლმენები, ორმოსამარხები, ოსუარიუმები, კრემაციისა და მეორადი დაკრძალვის წესები), ბრინჯაოს განძები და ბრინჯაოს საწარმოო სახელოსნოები. მრავალწლიანი არქეოლოგიური კვლევის შედეგების, გამოქვეყნებული მასალებისა და თემატური რუკების კომპლექსური ანალიზის საფუძველზე დასაბუთებულია, რომ ადრე და შუაბრინჯაოს ხანაში ფსოუსა და სოხუმს შორის მდებარე ტერიტორია პროტოკოლხური და დოლმენური კულტურების საკონტაქტო ზონას წარმოადგენდა. კრიტიკულად 
არის შეფასებული „ოჩამჩირული“ (სამხრეთ დოლმენური) კულტურის კონცეფცია და გამოთქმულია მოსაზრება, რომ აფხაზეთში გამოვლენილი ძეგლების უმრავლესობა ორგანულად უკავშირდება კოლხეთის ბრინჯაო-ადრერკინის ხანის კულტურულ სამყაროს. 
მიღებული დასკვნები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორია ბრინჯაო-ადრერკინის ხანაში კოლხეთის კულტურული, ეკონომიკური და ეთნოკულტურული სივრცის მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილი იყო

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2022-12-11

გამოცემა

სექცია

Articles