პროტოკოლხური კულტურის გამოყოფისა დაშესწავლის ისტორიისათვის(ზოგადი მიმოხილვა)
საკვანძო სიტყვები:
პროტოკოლხური კულტურა, კოლხური კუტურა, დოლმენური კულტურა, ეთნოკულტურული ატრიბუცია,, ბრინჯაოს ხანაანოტაცია
სტორია, მისი ქრონოლოგია, ტერმინოლოგიური პრობლემები და ეთნოკულტურული
ინტერპრეტაციები. განხილულია სხვადასხვა მკვლევართა (ლ. სოლოვიოვი, თ. მიქელაძე,
მ. ბარამიძე, ე. გოგაძე, გ. ფხაკაძე) მიერ გამოთქმული მოსაზრებები პროტოკოლხური
კულტურისა და მისი განვითარების ეტაპების გამოყოფის თაობაზე. დეტალურად
წარმოვადგინეთ პროტოკოლხური კულტურის I და II ეტაპები, რომლებიც შეესაბამება
ძვ.წ. III-II ათასწლეულებს.
სტატიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა დასახელებული კულტურის
გავრცელების არეალს კოლხეთის დაბლობის ტერიტორიაზე და მის ურთიერთმიმართებას
დოლმენურ და სხვა სინქრონულ კულტურებთან.
ნაშრომში ასევე დეტალურადაა განხილული პროტოკოლხური კულტურის ეთნიკური
ატრიბუციის საკითხი და სვანურენოვანი მოსახლეობის როლი მის ფორმირებაში.
ვთვლით რომ, სტატიაში წარმოდგენილ მონაცემთა ურთიერთეჯერებითი ანალიზი
მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს დასავლეთ საქართველოს უძველესი ისტორიის
კვლევის საკითხში.