ოლიმპიური სპორტი და ნუმიზმატიკა
საკვანძო სიტყვები:
ოლიმპიური თამაშები, ნუმიზმატიკა, მონეტები,, ემბლემა, დიზაინიანოტაცია
წარმოდგენილი სტატია ოლიმპიური თამაშების ნუმიზმატიკურ მემკვიდრეობას შეეხება, სადაც განხილულია 1984, 1988, 1992 და 1996 წლების ოლიმპიადებისთვის გამოშვებული სამახსოვრო მონეტები.ნაშრომში დეტალურადაა წარმოდგენილი თითოეული მონეტის აღწერა: ოლიმპიადის
ემბლემა, სიმბოლიკა, დიზაინი, შემადგენლობა (ოქრო, ვერცხლი, სპილენძი, ნიკელი), მეტროლოგიური მონაცემები (დიამეტრი, წონა, სისქე), გრავიურის შემსრულებელთა სახელები, მოჭრის ადგილი და გამოშვების რაოდენობა.ნიშანდობლივია, რომ 1984 წლის ლოს-ანჯელესის ოლიმპიადის ვერცხლისა და
ოქროს მონეტები, ნახევარსაუკუნიანი პაუზის შემდეგ, ამერიკაში გამოცემული პირველ საიუბილეო სერიას წარმოადგენდა. 1988 წლის სეულის ოლიმპიური მონეტების ოთხი სერია გამორჩეულია როგორც სპორტული, ისე კორეული ტრადიციული კულტურის
მოტივებით. 1992 წლის ბარსელონას სერიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა თანამედროვე დიზაინსა და ესპანური ისტორიული არქიტექტურის ასახვას. 1996 წლის ატლანტის ოლიმპიადის მონეტები კი ოლიმპიური მოძრაობის 100 წლის იუბილესადმი
გახლდათ მიძღვნილი.სტატია წარმოადგენს უნიკალურ სახელმძღვანელოს ნუმიზმატებისა და ოლიმპიური
მოძრაობის ისტორიით დაინტერესებულ პირთათვის.