ჯალალ ად-დინის სპილენძის მონეტების  განძი თელეთიდან

ავტორები

  • გოგა გაბაშვილი არქიტექტორი; საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი ავტორი

საკვანძო სიტყვები:

ნუმიზმატიკა, მონეტები, თელეთი, ხვარაზმი, ჯალალ ად-დინი

ანოტაცია

სტატიაში წარმოდგენილია 2019 წელს სოფელ თელეთის მიდამოებში აღმოჩენილი სპილენძის მონეტების განძის, ოცდასამი ეგზემპლარის კვლევა, რომლებიც ხვარაზმშაჰთა იმპერიის უკანასკნელ მმართველს, ჯალალ ად-დუნია ვა ად-დინ აბულ-მუზაფარ მანკუბერდი იბნ მუჰამედს (1220-1231) ეკუთვნის.ნაშრომის დასაწყისში მიმოხილულია ხვარაზმის სახელმწიფოს ისტორიული ექსკურსი XII საუკუნეში დამოუკიდებელი სახანოს შექმნიდან, ჩინგიზ-ყაენის დამანგრეველ შემოსევამდე. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ჯალალ ად-დინის სამხედრო კამპანიებს - მონღოლების წინააღმდეგ წარმატებულ ბრძოლებს, ინდოეთში დევნილობას, 
შემდეგ დაბრუნებას სპარსეთსა და კავკასიაში. 
რაც შეეხება ნუმიზმატიკურ ანალიზს, შემოთავაზებულია ახალი ინტერპრეტაცია თბილისში მოჭრილი მონეტების რევერსის ცენტრალური წარწერის წაკითხვასთან 
დაკავშირებით. კერმანსა და სხვა ქალაქებში მოჭრილ მონეტებთან შედარებითი ანალიზით, დასაბუთებულია, რომ რევერსზე ამოტვიფრული არაბული ტექსტი უნდა 
იკითხებოდეს როგორც „ჯალალ ედ-დინუ ვა დინი“ (მშვენება რწმენისა და რელიგიის) და არა „ჯალალ ად-დუნია ვა ად-დინი“ (მშვენება ქვეყნისა და რელიგიის).
განძის ყველა მონეტა მოჭრილია ახ. წ. 623 წელს (1226), რაც ემთხვევა თბილისის აღების პერიოდს. მონეტების ნაწილი გადაჭედილია ქართული მონეტების - თამარ დედოფლის, ლაშა-გიორგისა და რუსუდან დედოფლის - სპილენძის ეგზემპლარებზე, რაც დამატებით 
ადასტურებს მათი მოჭრის ადგილსა და ისტორიულ კონტექსტს.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2021-12-11

გამოცემა

სექცია

Articles