ძვ. წ. I ათასწლეულის კოლხეთის მხატვრული ბრინჯაოს ნაწარმის ქიმიურ-ტექნოლოგიური გამოკვლევა

ავტორები

  • გივი ინანიშვილი არქეოლოგი, პალეომეტალურგი; სს ტექნიკური უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიისა და არქეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ავტორი
  • გიორგ ჩუბინიშვილი ავტორი

საკვანძო სიტყვები:

კოლხეთი, სპექტრული ანალიზი, ლეგირება, ვანი,, ქანდაკება

ანოტაცია

სტატიაში განხილულია ძვ. წ. I ათასწლეულის ისტორიული კოლხეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ბრინჯაოს მხატვრული ნაწარმის კომპლექსური ქიმიურ-ტექნოლოგიური კვლევის შედეგები. გამოკვლეულია მრავალფეროვანი არტეფაქტები მნიშვნელოვანი 
არქეოლოგიური ძეგლებიდან (ურეკი, ნიგვზიანი, მუხურჩა, ერგეტა, ვანი, საყანჩია), რომლებიც წარმოდგენილია მცირე პლასტიკის, ქანდაკების, სამკაულისა და სარიტუალო ნივთების სახით.
სპექტრული ემისიური ანალიზის მონაცემებით დადგინდა, რომ ძირითადი ნაწილი დამზადებულია დარიშხნიანი ბრინჯაოსგან და კალა-ტყვიის ლეგირებით მიღებული ლიგატურებისგან. კვლევამ აჩვენა, რომ წინაანტიკური ხანის კოლხეთში ბრინჯაოს წარმოება აგრძელებდა გვიანბრინჯაოს ფერადი ლითონის დამუშავების ტრადიციებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ანთროპომორფული და ზოომორფული პლასტიკის ნიმუშებს, მათ შორის მხედარი ქალღმერთების სკულპტურებსა და ცნობილ 
„კოლხურ მადონას“. ელინისტური ხანის ვანის ნაქალაქარზე აღმოჩენილი ქანდაკებების ანალიზმა გამოავლინა, რომ ისინი დამზადებულია ადგილობრივი სპილენძ-ბრინჯაოს საწარმოო ბაზაზე. წარმოადგენენ ელინისტური პლასტიკის ნიმუშებს და იმეორებენ 
ბერძნულ საჩამოსხმო ხელოსანთა მიერ შესრულებულ, ცვილის მოდელით მიღებულ ქანდაკებათა სტილისტურ და ტექნოლოგიურ თავისებურებებს.კვლევის შედეგები ნათლად ადასტურებს პლასტიკური აზროვნების ავტოქთონურ და ეტაპობრივ განვითარებას კოლხეთში, სადაც ლოკალურ კულტურულ თავისებურებებთან 
ერთად ასახულია ელინისტური პლასტიკის სტილისტურ-ტექნოლოგიური გავლენაც

წყაროები

Lordkipanidze Ot. The City of Vani. Tbilisi 1972. (Geo.)

Mikeladze T. Burials of the Early Iron Age of Colchis. Tbilisi 1985. (Geo.)

Papuashvili R. On the question of the relative chronology of the Colchis burials of the Late Bronze Age - Early Iron Age, “Dziebani”. Tbilisi 1998. (Geo.)

Pantskhava L. Monuments of artistic craft of the Kolkho culture. Tbilisi 1988. (Geo.)

Marchenko I. Materials on metallurgy and metalworking of Panticapaeum. Materials on the Archaeology and History of the Bosporus, 56B. 1957. (Russ.)

Treister M. New data on artistic metalworking on the Bosporus. Journal of Ancient History, 1. 1984 (146-159). (Russ.)

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2021-12-11

გამოცემა

სექცია

Articles