რომაული იმპორტი ქართლის (იბერიის) სამეფოში

ავტორები

  • თემურ ბიბლიური ფონდების მთავარი მცველი, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახ. სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მუზეუმი, საქართველო ავტორი

საკვანძო სიტყვები:

არქეოლოგია, რომი, იბერია, დიდი მცხეთა, იმპორტი

ანოტაცია

სტატიაში, არქეოლოგიურ მასალებზე დაყრდნობით, განხილულია საქართველოსა და რომის იმპერიას შორის ასრებული სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები. მათი მრავალმხრივ გამორჩეული ურთიერთობა არაერთხელაა ასახული ქართულ, ბერძნულ და ლათინურენოვან მატიანეებში, ქრონიკებსა თუ ეპიგრაფიკულ მასალებში. ცხადია, წერილობით წყაროებთან ერთად, ამ ორ ქვეყანას შორის ხანგრძლივი ურთიერთობის ნათელი დადასტურებაა საქართველოში მიკვლეული არქეოლოგიური არტეფაქტებიც. საკითხის აღსაქმელად, სტატიაში წარმოდგენილია ქართლის სამეფოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი რომაული იმპორტის გამორჩეული ეგზემპლარები და რამდენიმე მნიშვნელოვანი ჯგუფი. საყურადღებოა, რომ რომაული იმპორტი არქეოლოგიურად დადასტურდა, როგორც დედაქალაქ დიდ მცხეთაში (ქალაქის აკროპოლისი – არმაზციხე-ბაგინეთი, პიტიახშების დასახლება არმაზისხევში, ხელოსანთა უბანი კარსნისხევში, სვეტიცხოვლის მიმდებარე ტერიტორია, საერთო საქალაქო სამაროვანი სამთავროს ველზე და ა.შ.), ასევე, სამეფოს ადმინისტრაციულ ერთეულებისა (კლდეეთი, ბორი, არაგვისპირი, მოდინახე, არაგვისპირი, ერწო, ზღუდერი) და მსხვილ სავაჭრო-ეკონომიკურ (ურბნისი, ჟინვალი...) ცენტრებში; ცალკეული ნივთები ცნობილია სხვა პუნქტებიდანაც (აღაიანი, ნიჩბისი, ახმეტის ახალდაბა, ატოცი...). სავაჭრო გზების არსებობის და ხანგრძლივი, ინტენსიური ფუნქციონირების თვალსაზრისით აუცილებლად გასათვალისწინებელია მტკვრისა და არაგვის ხეობებზე გამოვლენილი ასობით სხვადასხვა დანიშნულების ნივთიც. მრავალფეროვან არქეოლოგიურ ნივთიერ მასალაზე დაყრდნობით, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართლის სამეფოს სიძლიერე, მისი მოსახლეობის მაღალი ეკონომიკური დონე და გემოვნება გახდა საგარეო ვაჭრობის გააქტიურების ერთ-ერთი მთავარი საწინდარი.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-12-11

გამოცემა

სექცია

Articles