მიხეილ პეტრეს ძე ბარათაევი (ბარათაშვილი) ქართული ნუმიზმატიკის ფუძემდებელი

ავტორები

  • გურამ ლორთქიფანიძე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპოდენტი ავტორი
  • გოჩა გერაძე კულტუროლოგი; ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტი ავტორი

ანოტაცია

სტატია ეძღვნება ქართული სამეცნიერო ნუმიზმატიკის ფუძემდებლის, თავადი მიხეილ პეტრეს ძე ბარათაევის (ბარათაშვილი, 1784-1856) ცხოვრებასა და მოღვაწეობას. ბარათაევი, რომელიც დაიბადა რუსეთის ქალაქ სიმბირსკში ვახტანგ VI-ის ამალაში მყოფი ბარათაშვილების შთამომავლის ოჯახში, 1839 წელს საქართველოში ჩამოვიდა და ამიერკავკასიის ოლქის საბაჟოს უფროსის თანამდებობაზე იმსახურა. საქართველოში ყოფნის პერიოდში მან შეაგროვა და შეისწავლა ქართული მონეტების უნიკალური კოლექცია. 1844 წელს პეტერბურგში გამოსცა ფუნდამენტური მონოგრაფია „ნუმიზმატიკური ფაქტები საქართველოს სამეფოსანი“ რუსულ, ქართულ და ფრანგულ ენებზე, რომელიც ეძღვნებოდა V-XVIII საუკუნეების ქართულ მონეტებს. წიგნმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქართული ეროვნული თვითშეგნების გამოფხიზლების საქმეში. ბარათაევმა პირველმა აღწერა, დააჯგუფა და დაათარიღა ქართული მონეტები, ჩაუყარა საფუძველი ქართულ სამეცნიერო ნუმიზმატიკას და მის ტერმინოლოგიას, გამოიგონა მონეტების პირების გადაღების ორიგინალური მეთოდი. მიუხედავად ევროპაში მაღალი აღიარებისა, საქართველოში მისი მოღვაწეობა სათანადოდ ვერ შეფასდა. სამწუხაროდ, მისი უნიკალური კოლექცია დაიკარგა - ქართული მონეტები ბერლინის მუზეუმმა შეიძინა, ხოლო დანარჩენი ნაწილი გაიფანტა კერძო კოლექციებში. ბარათაევის მემკვიდრედ მიიჩნევა ე.ა. პახომოვი, რომელმაც 1910 წელს გამოსცა „საქართველოს მონეტები“.

ბარათაევის ღვაწლი ნამდვილად დიდია ქართული ისტორიოგრაფიის განვითარების მიმართულებით. აუცილებელია ამ გამორჩეული მეცნიერის წვლილი სათანადოდ იქნეს შეფასებული ქართულ კულტურაში.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2020-12-11

გამოცემა

სექცია

Articles