უფლისციხეში აღმოჩენილი მუსიკალური საკრავები
ანოტაცია
უფლისციხე, კლდეში ნაკვეთი უძველესი ქალაქი, გამორჩეულია არქეოლოგიური მონაპოვრის სიმდიდრით. წინამდებარე ნაშრომში განხილულია უფლისციხეში აღმოჩენილი უძველესი მუსიკალური საკრავები, რომლებიც საქართველოს მუსიკალური კულტურის განვითარების მნიშვნელოვან მტკიცებულებას წარმოადგენს.
უფლისციხეში აღმოჩენილია სამი ტიპის მუსიკალური ინსტრუმენტი: ჩასაბერი (სალამური), დასარტყამი (დოლი) და სიმებიანი (ჩანგი). ყათლანიხევის ნამოსახლარის საკულტო ნაგებობაში, დიდი დედა ნანას კულტთან დაკავშირებულ სალოცავში, აღმოჩნდა ფრინველის ლულოვანი ძვლისგან დამზადებული სალამური, რომელიც ძვ.წ. II ათასწლეულის მეორე ნახევრით თარიღდება. ეს უძველესი ჩასაბერი საკრავი საქართველოს ტერიტორიაზე საკმაოდ ხშირად გვხვდება და მუსიკალური ტრადიციების უწყვეტობას ადასტურებს.
ბამბების ნამოსახლარზე, ძვ.წ. VII-VI საუკუნეებით დათარიღებულ ფენაში, აღმოჩნდა ორი ტერაკოტა: ჩანგზე დამკვრელი მუსიკოსის გამოსახულება, რომელსაც ნიღაბი და ჩაჩისმაგვარი ქუდი ახურავს, და დოლზე დამკვრელი მუსიკოსი. ეს ფიგურები წარმართულ რიტუალურ სცენებს უკავშირდება და აქტიორული ხელოვნების განვითარების მაღალ დონეზე მიუთითებს.
განხილული არქეოლოგიური მასალა საფუძველს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ საქართველოში ჩასაბერი, სიმებიანი და დასარტყამი ინსტრუმენტები უძველესი დროიდან არსებობდა. უფლისციხის მუსიკალური საკრავები ადასტურებს მუსიკალური კულტურის მნიშვნელოვან როლს რიტუალურ და საკულტო პრაქტიკებში, რაც თვის მხრივ, ქართული მუსიკალური ტრადიციის ღრმა ისტორიულ ფესვებზე მიუთითებს.
წყაროები
Alavidze D., Rekhviashvili N. Tchangi, Journal “Soviet Art”, N6. Tbilisi 1964, pp. 35-38.
Chavleishvili I. Cattle breeding in South-West Georgia during the Late Bronze Age – Collection of Archaeological monuments of southwestern Georgia, Tbilisi 1988.
Chkhikvadze G. Musical instrument lyre and its origin, Materials for Ethnography of Georgia, VII. Tbilisi 1955.
Chubinishvili T. Ancient Archaeological Monuments of Mtskheta, Tbilisi 1957.
Davlianidze R., Sadradze V. Narekvavi settlement and cemetery, Tbilisi 1993.
Khakhutaishvili D. Uplistsikhe, I, 1957-1963. Results of archaeological research, Tbilisi 1964.
Khundadze N. Uplistsikhe. Catalog, Tbilisi 2007.
Khuchua P. World of Music. Tbilisi 1987.
Furtvängler A., Gagoshidze I., Löhr H., Ludvig N. Iberia and Rome. Berlin 2008.