უძველესი სამთამანდო წარმოების ძეგლებიპრეისტორიულ საქართველოში
(საყდრისი)
საკვანძო სიტყვები:
საყდრისი-ყაჩაღიანი, მადნეული, პრეისტორია, მეტა-ლურგია, გეოლოგიაანოტაცია
სტატიაში, სამხრეთ კავკასიის ზოგადი გეოლოგიის ფონზე, განხილულია პრეისტორიული საქართველოს ტერიტორიაზე უძველესი სამთამადნო და მეტალურგიული წარმოების კერა, კერძოდ ბოლნისის რაიონის ტერიტორიაზე განლაგებული პოლიმეტალური გამადნების სისტემა, სადაც აღმოჩენილია ოქროს მოპოვება-დამუშავებასთან დაკავშირებული საყდრისი-ყაჩაღიანის ბორცვი. პრეისტორიული სამთო-მეტალურგიული ძეგლები უნიკალური კულტურული მემკვიდრეობაა და მათ კვლევას არსებითი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს ისტორიის შესწავლაში. საყდრისის ბორცვზე პირველი სამეცნიერო სამუშაოები 80-იანი წლებიდან დაიწყო. საველე-კომპლექსური ექსპედიციის მუშაობაში მონაწილეობდნენ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ოთ. ლორთქიფანიძის არქეოლოგიური კვლევის ცენტრისა და სამთო მექანიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელთა ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებული იყო არქეოლოგიის, გეოლოგიის და მეტალურგიის სპეციალისტებით. 2007 წლიდან 2013 წლამდე აღნიშნულ ძეგლზე, აქტიურ საველე სამუშაოებს აწარმოებდა ქართულ-გერმანული არქეოლოგიური ექსპედიცია პროფესორ თომას შტოლნერისა და დოქტორ ირინა ღამბაშიძის ხელმძღვანელობით. კომპლექსური კვლევების საფუძველზე, შესწავლილ იქნა საყდრისის მაღაროს კედლებიდან აღებული ნიმუშები. სინჯების მინერალოგიური, ქიმიური, ფაზური და მიკროსკოპული კვლევის შედეგებმა გვიჩვენა, რომ მადნის ძარღვიდან აღებული ნიმუში შეიცავდა 4 გ/ტ-მდე ოქროს. მაღაროში აღმოჩენილი ნახშირის ფენის სინჯების შესაბამისად, ძეგლი ძვ. წ. IV ათასწლეულის მიწურულითა და III ათასწლეულით დათარიღდა. ჩვენი აზრით, სრულიად მართებულია მაღაროს ფუნქციონირება ძვ. წ. III ათასწლეულით განისაზღვროს. თარიღი შეესაბამება ადრე-შუა ბრინჯაოს ხანის გარდამავალ პერიოდს, როდესაც სამხრეთ კავკასიაში ცნობილია სამარხეული წარმომავლობის საკულტო-სარიტუალო დანიშნულების ოქროს ინვენტარი. საყდრისის მაღაროსთან დაკავშირებული კვლევებისა და არქეოლოგიურ-ტექნოლოგიური დასკვნების შესაბამისად, ფაქტია, საქმე გვაქვს უძველეს მაღაროსთან, რომელიც ბრინჯაოს ხანის სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე უძველეს სამთო-მეტალურგიული წარმოების ძეგლების არსებობაზე მიუთითებს.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2024 Archeologia
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .