უძველესი ოლიმპიური თამაშების სამახსოვრო მომენტები

ავტორები

  • გურამ ფილიპაშვილი იურისტი ავტორი

საკვანძო სიტყვები:

ოლიმპიური თამაშები, ელისი, ოლიმპიური მონეტები, ნუმიზმატიკა, სტატერი

ანოტაცია

სტატია ეხება, ნუმიზმატიკური მასალების ანალიზის საფუძველზე, უძველესი ოლიმპიური თამაშების კვლევას. წარმოდგენილია ელისში, ძვ.წ. 776 წლიდან - ჩვ.წ. 394 წლამდე  ჩატარებული ოლიმპიური თამაშების ისტორია და მათი მნიშვნელობა ანტიკური სამყაროს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. ყურადღება გამახვილებულია ოლიმპიური მონეტების მოჭრის უძველეს ტრადიციაზე, რომელსაც ძვ.წ. 471 წლიდან ჩაეყარა საფუძველი.

ნაშრომში დეტალურადაა აღწერილი ელისის 78-დან - 143-ე ოლიმპიადამდე (ძვ.წ. 468-208 წწ.) მოჭრილი სხვადასხვა ნომინალის ოლიმპიური მონეტები - სტატერები, ჰემიდრაჰმები, ტეტრადრაქმები და ჰემიობოლები. გარდა ამისა, დეტალურადაა აღწერილი მონეტების იკონოგრაფიული თავისებურებები, როგორიცაა მაგალითად: ავერსსა და რევერსზე გამოსახული არწივის, ზევსის, ჰერას, ნიკეს, ზეთისხილის გვირგვინისა და სხვა სიმბოლოები.

კვლევაში, უძველესი ოლიმპური თამაშების პარალელურად, განხილულია თანამედროვე ოლიმპიური თამაშების აღდგენის ისტორია, რომელიც უკავშირდება საფრანგეთის სპორტული და საზოგადო მოღვაწის პიერ დე ფრედი ბარონ დე კუბერტენის სახელს. სწორედ მისი მცდელობით, 1894 წელს სორბონის კონგრესზე მიიღეს ისტორიული გადაწყვეტილება აღდგენილიყო ოლიმპიური თამაშები. შემუშავებული იქნა ოლიმპიური ქარტიაც. 1952 წლიდან კი საფუძველი ეყრება ოლიმპიადასთან დაკავშირებული, სხვადასხვა თემატიკის საიუბილეო მონეტების გამოშვებას მასპინძელი ქვეყნების მიერ.

ჩატარებული კვლევებით, კიდევ ერთხელ ესმება ხაზი იმ გარემოებას, რომ საიუბილეო მონეტების გამოშვების ისტორია უაღრესად დიდი თემაა და მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის ნაწილს წარმოადგენს.

 

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2019-12-30

გამოცემა

სექცია

Articles