პალეომეტალურგიის ისტირიულ-ეკონომიკურ ტერმინთა ატრიბუციისათვის

ავტორები

  • გივი ინანიშვილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი; საქართველოს ისტორიისა და არქეოლოგიის აკადემიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) ავტორი

საკვანძო სიტყვები:

პალეომეტალურგია, ლითონდამუშავება, მადანი, კავკასია, ბრინჯაოს ხანა

ანოტაცია

სტატია ეძღვნება პალეომეტალურგიასთან დაკავშირებული ტერმინოლოგიის განსაზღვრისა და დიფერენციაციის პრობლემატიკას. კვლევის მიზანია, ისტორიულ-ეკონომიკურ მონაცემების მიხედვით, ძველი მეტალურგიული წარმოების ტექნოლოგიური პროცესების კომპლექსური ანალიზი და სისტემატიზაცია მოვახდინოთ.

აღსანიშნავია, რომ უძველესი მეტალურგიისა და ლითონწარმოების აღმნიშვნელი ზოგიერთი ტერმინი, სამთო-მეტალურგიულ გაერთიანებათა სამუშაო ტექნოლოგიური ასპექტებიდან გამომდინარე, დიფერენციაციას განიცდის. მათი შინაარსი დაკავშირებულია ამა თუ იმ მეტალოგენური რეგიონის ისტორიულ-მეტალურგიული კვლევის მეთოდთან და უმეტეს შემთხვევაში არ ასახავს იმ ისტორიულ პროცესს, რომელსაც საკვლევი ობიექტები განეკუთვნება. შესაბამისად, საჭირო ხდება ტერმინთა დაზუსტება და მათი მნიშვნელობის განმარტება.

საკვლევ არეალად შემოთავაზებულია ბრინჯაოს ხანის კავკასიის რეგიონი, რომელიც ისტორიულ-კულტურული თვალსაზრისით, აღნიშნულ პერიოდში, სამ ძირითად მეტალურგიულ ცენტრად იყოფა: ჩრდილო კავკასიის, ცენტრალურ და მცირე კავკასიონის მეტალურგიულ ცენტრებად.

კვლევაში გამოყენებულია ინტერდისციპლინარული მეთოდი - არქეოლოგიის, გეოლოგიის, სამთო საქმის, ქიმიის, მეტალურგიის მიღწევების საინჟინრო-ტექნიკური და მათემატიკური სტატისტიკის კრიტერიუმების გამოყენებით.

შემუშავებული ტერმინოლოგიური სისტემით, რომელიც ეფუძნება პალეომეტალურგიული ძეგლების სამუშაო-ორგანიზაციული მოწყობილობის, საწარმოო მასშტაბებისა და გეგოგრაფიული გავრცელების ანალიზს, შესაძლებელი ხდება მეტალურგიული მიღწევების ობიექტური შეფასება და სისტემატიზაცია მოვახდინოთ. ცალკეული ტერმინები შეიძლება წარმატებით გამოვიყენოთ როგორც საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი მეტალურგიული ცენტრების მიღწევათა წარმოსაჩენად, ისე კავკასია-წინა აზიის რეგიონისა და შავი ზღვის გარშემო არსებული მეტალურგიული პროვინციის კულტურულ მიღწევათა შესაფასებლად.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2019-12-30

გამოცემა

სექცია

Articles