ჟურნალის შესახებ
ჟურნალის შესახებ
2017 წლიდან ევროპის უნივერსიტეტში ფუნქციონირება დაიწყო ისტორიულ-არქეოლოგიურმა მუზეუმმა და მუდმივმოქმედმა ექსპედიციამ. 2018 წლიდან კი, უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევით სივრცეში გაერთიანდა აკადემიკოს ანდრია აფაქიძის სახ. არქეოლოგიის ინსტიტუტი. მუზეუმის, ინსტიტუტისა და მუდმივმოქმედი ექსპედიციის ბაზაზე, 2018 წლიდან გამოიცემა სამეცნიერო-კვლევითი ჟურნალი ,,არქეოლოგია“.
ჟურნალის კვლევითი მიმართულებებია - არქეოლოგია, ისტორია, ისტორიული გეოგრაფია, ნუმიზმატიკა, ტორევტიკა, გლიპტიკა, რელიგიის ისტორია, პალეომეტალურგია, ანთროპოლოგია და სხვ. ამჟამად გამოცემულია რვა ნომერი.
ჟურნალის სარედაქციო კოლეგია დაკომპლექტებულია სხვადასხვა წამყვანი უნივერსიტეტისა და სამეცნიერო ცენტრის წარმომადგენლებით.
უახლოეს მომავალში დაგეგმილია ფარული რეცენზირება. აღნიშნულ პროცესში გათვალისწინებულია უცხოელ რეცენზეტთა ჩართულობაც.
ენა
სტატიები/ანგარიშები იბეჭდება ქართულ ენაზე, მიმდინარეობს ყველა ნომრის სრული თარგმანი რუსულ და ინგლისურ ენებზე, ასევე პროცესი მათი შესაბამის საერთაშორისო საძიებო ბაზებში ჩართვა/შეყვანის კუთხით.
გამოქვეყნების ღირებულება
პუბლიკაციების გამოქვეყნება უფასოა
ჟურნალის გამოცემის ვადები
ჟურნალი გამოიცემა წელიწადში ორჯერ.
ელექტრონული ვერსიები იდება როგორც ინსტიტუტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ასევე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საიტზე ( https://iverieli.nplg.gov.ge/ ).