დიმიტრი ერმაკოვის წერილები გრაფინია პრასკოვია უვაროვასადმი

ავტორები

  • ილია ნადიმაშვილი გრიგოლ ლორთქიფანიძის საზოგადოება, საქართველო ავტორი

საკვანძო სიტყვები:

დიმიტრი ერმაკოვი, გრაფინია პრასკოვა უვაროვა, წერილები, ოქონის ხატი, ტბეთის სახარება

ანოტაცია

წინამდებარე სტატიაში წარმოდგენილია დიმიტრი ერმაკოვის ფაქსიმილური წერილები ,,მოსკოვის საიმპერატორო არქეოლოგიური საზოგადოების ხელმძღვანელის გრაფინია პრასკოვია უვაროვასადმი, რომლებიც ნათლად ასახავენ საქმიან ურთიერთობას ფოტოგრაფსა და ,,არქეოლოგიურ საზოგადოებას” შორის. ჯერ კიდევ 1880-იანი წლებიდან დიმიტრი ერმაკოვი იღებდა ისტორიული და არქეოლოგიური არტიფაქტების ფოტოებს ,,არქეოლოგიური საზოგადოებისათვის” ცნობილი ისტორიკოსის და არქეოლოგის დიმიტრი ბაქრაძის (1826-1890) შუამავლობით, ხოლო 1892 წლიდან დ. ერმაკოვმა გააგრძელა მუშაობა საზოგადოებისათვის უშუალოდ გრაფინია პრასკოვია უვაროვას ხელმძღვანელობით. დ. ერმაკოვი წერილებში მისთვის დამახასიათებელი პუნქტუალობით მოახსენებს პ. უვაროვას შესრულებული ფოტოგრაფიული სამუშაოებისა და მათი ფინანსური მხარეების შესახებ. ზოგიერთი ინფორმაცია შეეხება ისეთი უნიკალური არტეფაქტების ფოტოგრაფირების დეტალებს, როგორიცაა ოქონის ხატი, ტბეთის და ადიშის (897წ.) ოთხთავები და ა.შ. წერილებში საუბარია თბილისისა და მცხეთის ისტორიული და არქიტექტურული ძეგლების შესახებაც. ფართოდაა ასახული ურთიერთობა დიმიტრი ერმაკოვსა და ცნობილ მეცნიერს, საქართველოს ისტორიული და ეთნოგრაფიული საზოგადოების დამფუძნებელსა და პრეზიდნეტს ექვთიმე თაყაიშვილს (1863-1953) შორის, და განსაკუთრებით მათი ცნობილი 1910 წლის სვანეთის ექსპედიციის განმავლობაში. მკითხველი წერილებში შეხვდება ინფორმაციებს სხვა მეცნიერთა შესახებაც, როგორიცაა ცნობილი ლინგვისტი და კავკასიოლოგი ლევ ლოპატინსკი (1842-1922), რომელიც უცვლელი ხელმძღვანელი იყო მოსკოვის საიმპერატორო არქეოლოგიური საზოგადოების კავკასიის განყოფილებისა. ასევე, იმავე საზოგადოების კიდევ ერთი წევრის და სიონის საეკლესიო მუზეუმის თანამშრომელი ლევ სტანიშევსკი; ასევე, იმავე საზოგადოების წევრი და არქიტექტორი სიმონ კლდიაშვილი (1865-1920); ასევე, ერთ-ერთი შემქმნელი კავკასიის ხალხთა გამოყენებითი ხელოვნების და რეწვის სახელმწიფო მუზეუმისა თბილისში, მხატვარი და ფოტოგრაფი იული სტრაუმე (1874-1970). წერილების ორიგინალები ინახება მოსკოვის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში რუსეთში, ხოლო მათი მიკროფილმები კი საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. მოცემული წერილები მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს დიმიტრი ერმაკოვის შემოქმედების მკვლევართათვის და ფართო დაინტერესებული პირებისათვის.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-12-11

გამოცემა

სექცია

Articles