აკადემიკოს ანდრია აფაქიძის სახელობის არქეოლოგიის ინსტიტუტის ემბლემის წარმომავლობა და შინაარსი
საკვანძო სიტყვები:
არქეოლოგია, სვეტიცხოველი, ანტეფიქსი, ემბლემა, სიმბოლოანოტაცია
სტატიაში წარმოდგენილია მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძართან აღმოჩენილი ანტეფიქსის წარმომავლობა და შინაარსი, რომელიც აკად. ანდრია აფაქიძის სახელობის არქეოლოგიის ინსტიტუტის „ლოგო“-ს დაედო საფუძვლად.
2000 წლის მანძილზე, სვეტიცხოვლის ეზოში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს საპატრიარქო ინტენსიურ სამუშაოებს აწარმოებდა მისი კეთილმოწყობის მიზნით. მცხეთის არქეოლოგიის ინსტიტუტი ვალდებული იყო მეთვალყურეობა გაეწია სამუშაოებისათვის, რათა აღენუსხა და დაეფიქსირებინა თითოეული აღმოჩენის პუნქტი.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გიორგი ნიორაძის სახელობის მცხეთის არქეოლოგიის ინსტიტუტმა (ხელმძღვ. აკად. ანდრია აფაქიძე) თიხის ანტეფიქსს სვეტიცხოვლის ტაძრის დასავლეთით, მისგან ხუთიოდე მეტრის დაშორებით მიაკვლია. ანტეფიქსი
რელიეფურია და ყალიბში ჩაწნეხვითაა მიღებული. მის ფარზე გამოსახულია კვარცხლბეკზე
აღმართული „სიცოცლის ხე“, რომლის ქვედაშვებული რტოები „ბროწეულებითა აღჭურვილი,
ხოლო წვერი სამად განტოტვილი. მის ქვემოთ ჯვრის განივი მკლავებია გამოსახული. „სიცოცხლის ხის“ მსგავსი მოტივები მთელს აღმოსავლეთს ახასიათებს, მაგრამ მისი გვიანხეთური სახე განივი მკლავებითაცაა აღჭურვილი. აღნიშნული მოცემულობით შეიძლება
ვიფიქროთ, რომ სვეტიცხოვლის ნიმუშზე „ჯვარი“ დანამატი კი არა, მოტივის ტრანსფორმაციის შედეგია.
ანტეფიქსი, შინაარსიდან გამომდინარე, ფრიად საყურადღებო ნიმუშია. მისი რამდენადმე მიახლოებული პარალელი უცნობია. გამოსახულების სიმარტივისა და ლაკონიკურობის
მიუხედავად იგი თხრობითი ტექსტის შემცველია, გვამცნობს დიალოგის პროცესს სიცოცხლის ხესა და ჯვარს შორის, ანუ სვეტიცხოველსა და ძელს შორის. დათარიღების თვალსაზრისით, ანტეფიქსი ადრექრისტიანულ ხანაშია შექმნილი, სავარაუდოდ IVსაუკუნეში.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2024 Archeologia
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .