მიმდინარე გამოცემა

Articles
ჟურნალი არქეოლოგია
სამეცნიერო-კვლევითი ჟურნალი „არქეოლოგია“ გამოიცემა 2018 წლიდან ევროპის უნივერსიტეტის სამეცნიერო სივრცეში, აკადემიკოს ანდრია აფაქიძის სახელობის არქეოლოგიის ინსტიტუტის, ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმისა და მუდმივმოქმედი არქეოლოგიური ექსპედიციის ბაზაზე.
მისია
ჟურნალის მისია არის არქეოლოგიისა და მასთან დაკავშირებული დისციპლინების განვითარების ხელშეწყობა, უახლესი და პრაქტიკულად შესაბამისი კვლევების წახალისება, საერთაშორისო სამეცნიერო დისკუსიის გაღრმავება და საქართველოსა და მსოფლიო მემკვიდრეობის მეცნიერული შესწავლის პოპულარიზაცია.
ჟურნალის ძირითადი მიზნებია:
მაღალი აკადემიური სტანდარტების დაცვით თანამედროვე არქეოლოგიური და ისტორიული კვლევების გამოქვეყნება;
საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა, რედაქციის შემადგენლობაში უცხოეთის უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო ცენტრების წარმომადგენლების ჩართულობით;
ახალგაზრდა მკვლევრებისა და გამოცდილ მეცნიერებისათვის ერთიანი პლატფორმის შექმნა სამეცნიერო დისკუსიისთვის;
კულტურული მემკვიდრეობის შესწავლისა და შენარჩუნების პროცესის მხარდაჭერა.
თემატური ფოკუსი
ჟურნალი მოიცავს ფართო დისციპლინურ ჩარჩოს:
- არქეოლოგია,
- ისტორია და ისტორიული გეოგრაფია,
- ნუმიზმატიკა,
- ტორევტიკა და გლიპტიკა,
- პალეომეტალურგია,
- რელიგიის ისტორია,
- ანთროპოლოგია და სხვა.
ენა
სტატიები ქვეყნდება ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე, რაც ჟურნალს საერთაშორისო ხასიათს ანიჭებს და უზრუნველყოფს მისი შინაარსის ხელმისაწვდომობას ფართო სამეცნიერო საზოგადოებისთვის.
ფორმატი და პერიოდულობა:
ჟურნალი გამოდის წელიწადში ორჯერ — ივნისსა და დეკემბერში.
მას აქვს როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული ფორმატი.
გამოცემა მოქმედებს ღია წვდომის (Open Access) პრინციპით და გამოქვეყნებული მასალები ხელმისაწვდომია Creative Commons ლიცენზიით CC BY-SA 4.0.
აუდიტორია:
ჟურნალი მიმართულია როგორც აკადემიური წრეების, ასევე პრაქტიკოსი სპეციალისტების მიმართ — მკვლევრების, პროფესორ-მასწავლებლების, სტუდენტების, მუზეუმის თანამშრომლებისა და კულტურული მემკვიდრეობის სფეროში მოღვაწე პროფესიონალებისათვის.